среда, 27 февраля 2013 г.

გაკვეთილის გეგმა

საგანი
მათემატიკა ფიზიკა
კლასი
VIII
1
სახელი და გვარი
მანანა გადელია
ნუნუ წურწუმია
2
თემის სახელწოდება
წრფივი თანაბარი მოძრაობა და წრფივი ორცვლადიანი განტოლებათა სისტემა
3
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ ორ დისციპლინას შორის კავშირის დამყარებას. ტექსტური ამოცანებისთვის  ორუცნობიან განტოლებისა და განტოლებათა სისტემის საშუალებით მოდელირების უნარის გამომუშავებას.
მიღებული ამონახსნების ინტერპრეტაციას კონტექსტის გათვალისწინებით
4
სწავლის შედეგები
მოსწავლე გამოთქვამს ვარაუდს, მსჯელობს არგუმენტირებულად
მოსწ მონაწილეობს საკლასო დისკუსიაში
ღებულობს მოდელირების უნარ- ჩვევებს
v  მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის წრფივი დამოკიდებულების ამოცნობა გააზრება და გამოსახვა
v  მისთვის ნაცნობი სიდიდეებისათვის ასახელებს სიდიდეებს შორის წრფივ დამოკიდებულებას(მაგ. თანაბარი მოძრაობისას გავლილი მანძილის დამოკიდებულება დროზე) მათ.VIII.5
v  სიტყვიერად ჩამოყალიბებულ დებულებას სიდიდეებს შორის დამოკიდებულებისა და მიმართების შესახებ გამოსახავს ალგებრულად; გრაფიკულად, ცხრილით ან აყალიბებს სიტყვიერად მათVIII.5
v  ააგებს რეალური ვითარების ადეკვატურ შესაბამისობას ორ მოცემულ სიმრავლეს შორის მათVIII.6
v  ტექსტური ამოცანების ამოსახსნელად ადგენს და ხსნის ორუცნობიან წრფივ განტოლებათა სისტემას. ახდენს ამოხსნის ინტერპრეტაციას
v  ირჩევს და იყენებს სიდიდის ცვლილების სიჩქარის შესაფერის ერთეულებს; მათVIII.6
v  მოსწავლე ახასიათებსსხეულის მოძრაობას,განსაზღვრავს სხეულის მდებარეობასბუნ VIII.5
v  ადეკვატურად იყენებს შესაბამის ფორმულასა და ერთეულებს პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად        ბუნ VIII.5
აგებს სიჩქარისა და დროზე დამოკიდებულების გრაფიკებს. პოულობს საჭირო მონაცემებს დროის ნებისმიერი მომენტისათვის

  ბუნ VIII.5


5
მიმდინარეობა

(აქტივობა    და    დრო)





Ø  1.აქტივობა მასწ  ჩამოაყალიბებს გაკვეთილის მიზანს და სვამს კითხვას
Ø   როგორ ფიქრობთ რა კავშირია მათემატიკასა და ფიზიკას შორის
3 წთ
2. ეკრანზე ჩანს გავეთილის თემა
იმართება დიალოგი
Ø  რა არის წრფივი თანაბარი მოძრაობა
Ø  როგორ გამოისახება ფორმულით წრფივი ფუნქცია
Ø  რა თვისებები აქვს y=kx
Ø  რით განსხვავდება  y=kx და s=vt
Ø  როგორია სიჩქარის ცვლილება როდესაც მოძრაობა თანაბარია
5 წთ
3. მოსწავლეებს ეძლევათ ჯგური სამუშაო  მერცხლის დელფინისა და სირაქლემას სიჩქარეების შედარებაზე რომელიც ზომის სხვადასხვა ერთეულებშა გამოსახული ჯერ უნდა გამოთქვან ვარაუდი შემდეგ შეამოწმონ და გამოსახონ გრაფიკულად, სვეტური და წრიული დიაგრამის საშუალებით
5 წთ
4. სამივე ჯგუფი ახდენს თავისი ნამუშევრის  პრეზენტაციას. იმართება დისკუსია იმაზე თუ წარმოდგენის რომელი ხერხია უფრო მოსახერხებელი
5 წთ
5. s=vt ფორმულის გამოყენებაზე ამოცანა 2 წთ
         
6. შემხვედრი და საწინააღმდეგოდ მიმართული მოძრაობების შემთხვევები და s=(v1+v2)t    s=(v1-v2)t -ის როდის, რომელ ფორმულას ვიყენებთ
3 წთ
7. სახალისო ამოცანა: როგორ განვსაზღვროთ ფეხით მოსიარულე ადამიანის სიჩქარე თუ გვაქვს საათი და საზომი ლენტი- სანტიმეტრი. მოსწავლე გადადგამს ათ ნაბიჯს დაინიშნავს დროს და გაზომავს განვლილ მანძილს და იპოვის სიჩქარეს
                         
8. გრაფიკის მიხედვით ამოცანის შედგენა და ამოხსნა

                                                      
8.ამოცანა მდინარის მიმართულებით და საწინააღმდეგოდ მიმართულ მოძრაობაზე ,სისტემის შედგენა და ამოცანის ამოხსნა
4 წთ
9.Geogebra პროგრამის გამოყენებით სისტემის ამოხსნა და  ,,ისრის’’გამოყენებით პარამეტრების ცვლილებით  დააკვირდნენ გავლილი მანძილის ცვლილებას
7 წთ

10. მინი პრეზენტაცია (აკეთებს მოსწავლე თან წარმოადგენს შესაბამის ნახაზს)
მოძრაობა წრფეზე -ერთგანზომილებიანი
მოძრაობა სიბრტყეზე- ორგანზომილებიანი
მოძრაობა სივრცეში- სამგანზომილებიანი
N განზომელიებიან სოვრცის არსებობა
2 წთ

11. საუკეთესო ვარიანტის შეჩევა ინდ. პროექტი  (სახელმძღვანელოდან) როდის არის მოსახერხებელი ფეხით წასვლა როდის ტაქსით განხილვა პროექტს წარმოადგენს მოსწავლე
4წთ

12.შეჯამება
 3წთ
13.დავალება
2წთ

6
შეფასება
  1. მოსწავლე გამოთქვამს ვარაუდს
  2. მოსწ მსჯელობს არგუმენტირებულად
  3. მოსწ ამოცანის პირობის შესაბამისად წერს სისტემას
  4. ადგენს ამონახნის ოდენობას და პოულობს უცნობ ელემენტს
  5. გრაფიკის საშუალებით ადგენს ამოცანას
  6. ახდენს ამონახსნის ინტერპრეტაციას
7
რესურსები

კომპიუტერი  დაფა ცარცი სახელმძღვანელო მარკერი სქემა დიაგრამა გრაფიკები
ინფორმაციის წყარო: სახელმძღვანელო, მასწავლებლის წიგნი
ინტერნეტი ,google.ge
 პრეზენტაცია PowerPoint

Комментариев нет:

Отправить комментарий